Сообщения

მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღე დაიწყო იმით,რომ ვისწავლეთ როგორ გავაზიარო ჩემი პორტფოლიო ჩემივე ბლოგზე,როგორ ჩავსვა დრაივიდან აღებული ლინკი ჩემს ბლოგზე,როგორ განვატავსოთ პრეზენტაცია ბლოგზე. შემდეგ წარვადგინეთ დასრულებული პრეზენტაციები. ტრენერმა გაგვიწია გარკვეული რეკომენდაციები, რათა სრულყოფილებაში მოგვეყვანა ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე აღნიშნულ ტრენინგზე.პროექტებით სწავლება მომავალში დამეხმარება უფრო საინტერესოდ წარვმართო ჩემი პრაქტიკა. დიდი მადლიბა ყველაფრისთვის,გისურვებთ წარმატებებს!

მე-8 დღე

კიდევ ერთხელ განბიხილეთ რა დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს ბლოგზე ჩვენი სახელის და გვარის საქაღალდეში.შევქმენით "ხარაჩო". განვიხილეთ როგორ უნდა შევავსოთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმის შაბლონში არსებული პროცედურები.ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.  tpd.ge essentials-ში  რესურსებში გავეცანით მოსწავლეთა მხარდამჭერ შაბლონებს,რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში. დღევანდელი ტრენინგიც  ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

მე-7 დღე

ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო.წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.ტრენერისგან მივიღეთ შენიშვნები.ტრენინგის მსვლელობის დროს ვიმუშავეთ შეფასების სრტატეგიებზე, ფორმებზე.განვიხილეთ თანატოლთა სეფასების ფორმა,თვითშეფასების კითხვარი,პრეზენტაციის ჩეკლისტი,მოსწავლის დაკვირვება,ჯგუფზე დაკვირვების ფურცელი,მასწავლებლის დაკვირვების ფურცელი.დავალებათ გვაქვს გასაკეთებელი შეფასების ინსტრუმენტები.ტრენინგმა ნაყოფიერედ ჩაიარა. უღრმესი მადლობა ტრენერს.ძალიან მომწოოოოონს...

მე - 6 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წყვილებში მუშაობით.გავეცანით გეგმის შაბლონში ერთმანეთის მიერ შესრულებულ სამუშაოს და მივეცით რეკომენდაციები. ტრენერმა მთხოვა ჯგუფის წინაშე წამეკითხა ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო გეგმის შაბლონში. ქალბატონმა მარეხიმ მომცა მითითებები პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით. ვიმუშავეთ ცხრილზე სადაც გავწერეთ კვირების მიხედვით ჯგუფებში ჩასატარებელი სამუშაო.მოსწავლის ნიმუსსი დავატვალიერეთ პროექტები.დავალება: ერთი ჯგუფის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოვირგოთ და შევქმნათ პროექტი.გამოყენებილი ლიტერატურის ლინკები უნდა ჩავსვათ სლაიდში.

მე-5 დღე

მე-5 შეხვეთდაზე ანალიზი გავუკეტეთ გეგმის შაბლონში ჩვენს მიერ სესრულებულ სამუშაოს.  გავიარეთ მოდული 3 .განვიხილეთ საავტორო უფლებები,გავეცანით რესურსს "საავტორო უფლებების ქაოსი" და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს( მარტივი). დრაივზე ავტვირთეტ ჩვენი სახელის და გვარის საქაღალდეში კურსის რესურსებში და საავტორო უფლებებში. ვიმუშავეთ ბლოგზე.ვისწავლეთ გვერდების დამატება და დასათაურება,ფოტოების ატვირტვა. ტრენინგმა ნაყოფიარად ჩაიარა.უღრმესი მადლობა ქალბატონ მარეხის საინტერესო ტრენინგებისთვის.

მე-4 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გეგმის შაბლონში სხვადასხვა თემების მიხედვით დამუშავებული საკითხების განხილვით. რჩევების და მითითებების შესაბამისად დავაკორექტირეთ ნამუშევრები. შემდეგ გავაგრძელეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა, დავამუშავეთ შეფასების სტრატეგიები-შეფასების მეთოდები და შეფასების საშუალება - მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით. ტრენინგმა საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა.

მე-3 დღე.

ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. გავეცანით მიმარტულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. შეხვედრამ ჩაიარა ნაყოფიერად.