Сообщения

Сообщения за июль, 2019

მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღე დაიწყო იმით,რომ ვისწავლეთ როგორ გავაზიარო ჩემი პორტფოლიო ჩემივე ბლოგზე,როგორ ჩავსვა დრაივიდან აღებული ლინკი ჩემს ბლოგზე,როგორ განვატავსოთ პრეზენტაცია ბლოგზე. შემდეგ წარვადგინეთ დასრულებული პრეზენტაციები. ტრენერმა გაგვიწია გარკვეული რეკომენდაციები, რათა სრულყოფილებაში მოგვეყვანა ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე აღნიშნულ ტრენინგზე.პროექტებით სწავლება მომავალში დამეხმარება უფრო საინტერესოდ წარვმართო ჩემი პრაქტიკა. დიდი მადლიბა ყველაფრისთვის,გისურვებთ წარმატებებს!

მე-8 დღე

კიდევ ერთხელ განბიხილეთ რა დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს ბლოგზე ჩვენი სახელის და გვარის საქაღალდეში.შევქმენით "ხარაჩო". განვიხილეთ როგორ უნდა შევავსოთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმის შაბლონში არსებული პროცედურები.ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.  tpd.ge essentials-ში  რესურსებში გავეცანით მოსწავლეთა მხარდამჭერ შაბლონებს,რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში. დღევანდელი ტრენინგიც  ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

მე-7 დღე

ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო.წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.ტრენერისგან მივიღეთ შენიშვნები.ტრენინგის მსვლელობის დროს ვიმუშავეთ შეფასების სრტატეგიებზე, ფორმებზე.განვიხილეთ თანატოლთა სეფასების ფორმა,თვითშეფასების კითხვარი,პრეზენტაციის ჩეკლისტი,მოსწავლის დაკვირვება,ჯგუფზე დაკვირვების ფურცელი,მასწავლებლის დაკვირვების ფურცელი.დავალებათ გვაქვს გასაკეთებელი შეფასების ინსტრუმენტები.ტრენინგმა ნაყოფიერედ ჩაიარა. უღრმესი მადლობა ტრენერს.ძალიან მომწოოოოონს...